2015-01-16 18:13:04, 311 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელ კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან