2018-01-15 14:18:25, 597 ნახვა
რეგიონი
გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგადგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრასნპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლის გამო, აკრძალვა რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ავტორი: ,