20:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 12:39:20, 883 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ყოფილ პატიმრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

დღეს, ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, 15 ყოფილ პატიმარს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ქ. ბათუმის N1-მა პოლიკლინიკამაც გამოგვიცხადა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ინსტიტუტის ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

სამედიცინო აქცია „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა იმერეთში 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით, ასევე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კულტურულ/საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics