01:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 13:22:11, 863 ნახვა

სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე იმიტირებული სწავლება გაიმართა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა მონაწილეობა გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება, დაშავებულთა ევაკუაცია და ბაზის უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენდა.

უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები იმიტირებულ სწავლებაში პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ.

წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და მიზნად სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს.

სწავლებას ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო.

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული  სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics