13:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:53:26, 898 ნახვა

რეგიონი
კურორტ „გოდერძი რიზორტს“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა

კურორტ „გოდერძი რიზორტს" 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 იანვარს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის.

მათივე ცნობით,  4 ახალი საინვესტიციო პროექტი  15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს.

სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.

 აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა.

 როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

პატარაძის თქმით, ინტერესი მაღალმთიანი აჭარის მიმართ ძალიან დიდია.

 კურორტ ,,გოდერძის" სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, ყველაზე მაღალი სადგური კი - ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

 ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად  კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics