06:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:41:44, 924 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  რუმინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რუმინელმა გენერალმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალურ შტაბში ქართველ და რუმინელ კოლეგებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მათ ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს.

საქართველოსა და რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა.

გენერალმა ნიკოლაი იონელ ჩიუკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics