22:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:06:09, 970 ნახვა

სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი მედლით დააჯილდოვა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება.

დელეგაციის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ამერიკელ გენერალს საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების შემდეგ, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა გამართეს. 

მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხვალ ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უმასპინძლებს. 

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

(ns)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics