01:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:54:23, 355 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

როგორც აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატებთან მას მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათი კომპეტენტურობა და კვალიფიკაცია სრულიად შეესაბამება მოსამართლისთვის აუცილებელ თვისებებს.

 მანვე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერც ერთი რეფორმა ვერ იმუშავებს სრულყოფილად და ქვეყანა ვერ შეძლებს დემოკრატიულ განვითარებას, თუ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ განხორციელდება.

„მართლმსაჯულება სამართლიანი გახდება მაშინ თუ ხელისუფლება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ასევე, თუ მოსამართლეების არჩევა კვალიფიკაციის და პროფესიული ნიშნით მოხდება. სწორედ ამ მიდგომებს იზიარებს და ითვალისწინებს მოქმედი ხელისუფლება, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებელ საქმიანობას განაპირობებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე მზია თოდუას და ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურები წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics