2015-05-06 13:46:40, 322 ნახვა
საზოგადოება
ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება
თბილისის მერიამ ვიწრო ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მერია ასევე მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებითაც აქტიურად მუშაობს.
„იქ, სადაც არის ძალიან ვიწრო ტროტუარი და სადაც მანქანის პარკირება და ქვეით მოსიარულეთა გადაადგილება ერთდროულად შეუძლებელია, ჩვენ ეტაპობრივად ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას. მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან