03:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 12:15:54, 832 ნახვა

რეგიონი
აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.

ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით სტუმრებისთვის სასტუმრო ინტურისტში პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრების დაწყებამდე კი მათ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

დღეს, აზერბაიჯანელი სტუმრები უკვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გიონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს ეწვევიან. ისინი რეგიონს კი ხვალ დატოვებენ.

აზერბაიჯანი აჭარაში შემოსული ვიზიტორების მხრივ მეორე ადგილზეა. 2017 წლის, 10 თვის მონაცემებით აჭარას აზერბაიჯანიდან 137 304 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics