2017-10-31 17:39:56, 1219 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც „რუსთავი 2“ უკრაინაში მებრძოლ ნიკა კაპანაძეზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს და სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა გიორგი სარალიძე.
სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ეხმარებოდა.
ავტორი: ,