|
2015-05-04 10:46:34, 554 ნახვა
სამართალი
შსს–მ შუახევში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1990 წელს დაბადებულ დათო დ.–ს მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ–ს და ვაჟა დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)