13:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 16:27:39, 328 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საჯარო ლექციის ჩასატარებლად თავისუფალი უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიწვიეს.

შსს-ს ინფორმაციით, სტუდენტების ინტერესის სფერო საჯარო პოლიტიკა, საჯარო სექტორში საქმიანობის გამოცდილება და სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმა იყო.

არჩილ თალაკვაძე სტუდენტებს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შესახებ ესაუბრა. ასევე წარმოადგინა არგუმენტები, დაფინანსებისა და მართვის მოდელები, რომელსაც აღნიშნული რეფორმა დაეფუძნა.

მინისტრის მოადგილეს სტუდენტებმა შეკითხვები პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც არჩილ თალაკვაძემ ამომწურავი პასუხები გასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics