22:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 16:33:29, 638 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საცხოვრებელი ფართი კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა დაირეგისტრირა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საცხოვრებელს ჯამში 13 ოჯახი დაიკანონებს.

რეგისტრაციის პროცესს, ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა მიულოცა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისი 81-მა ოჯახმა უკვე მიიღო, პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 96-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics