15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 17:03:29, 1368 ნახვა

სამხედრო
ბათუმის ფრინველების საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი კონფერენციით დასრულდა.

როგორც კონფერენციის დახურვაზე აღინიშნა, ფრინველებზე დაკვირვების 2017 წლის სეზონი აჭარაში განსაკუთრებული იყო.

ორგანიზაცია BRC (ბიარსი)-ის წარმომადგენელის იოანეს იანსენის ინფორმაციით წელს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა.

აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ბათუმი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ამის ნახვაა შესაძლებელი. ასევე აღირიცხა დიდი რაოდენობით კრაზანაჭამია ირაო და ძერა.

„წელს, ბათუმში მტაცებელ ფრინველებზე  დასაკვირვებლად მეცნიერები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ეწვივნენ. ჯამში, რეგიონს ფესტივალის ფარგლებში 250-ზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტი და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის,  მსოფლიო დონის ორნითოლოგები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ინგლისიდან. ფესტივალის ფარგლებში 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა ყოველდღიური გასვლითი ექსკურსიები გადამფრენი ფრინველების პლატფორმებზე, საღამოობით კი იმართებოდა ლექციები და სემინარები,“- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ზოგადად, შემოდგომის მიგრაციის პერიოდში ბათუმის სამიგრაციო დერეფანში მილიონზე მეტი ფრინველი ფიქსირდება.

ამ ეტაპისთვის დათვლილია 850 000 მტაცებელი ფრინველი.  აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 16 ოქტომბრამდე გრძელდება.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics