|
2017-09-29 12:59:50, 660 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა
ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერთა პრეზენტაციების წარდგენა და განხილვა მომავლის ტექნოლოგიების, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა. „კონფერენციის თემატიკა გახლავთ ბუნებრივი რესურსების კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენის მიზნით; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი, წამლის მიზანმიმართული მიწოდების ფორმები და სისტემები; ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ა.შ. კონფერენცია გარდა მეცნიერული კვლევის შედეგებისა მიზნად ისახავს მომავლის ტექნოლოგიებში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით განათლების საკითხების განხილვას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხისათვის“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ასამდე ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერი. კონფერენცია იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით. კონფერენციის თანაორგანიზატორებია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“. სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას 20 000 ლარით აფინანსებს.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)