15:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 17:11:36, 946 ნახვა

რეგიონი
უკრაინული ტურისტული სააგენტოები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან.

მათივე ცნობით, ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ.

იქვე ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით სტუმრობენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში რეგიონს გარე რეკლამებით, რეიტინგულ მედიაში სარეკლამო სტატიებით, რეპორტაჟებითა და გამოფენებში მონაწილეობით უწევს პოპულარიზაციას.

 წელს, რეგიონის კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 18-20 ოქტომბერს, კი დეპარტამენტი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics