21:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:01:50, 574 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე მიულოცა

21 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იეღიშე სარგისიანმა. 

ზურაბ პატარაძემ გამოსვლაში ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დასტურია ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დახმარება. რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული  მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას  გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. 

,,ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ინტენსიურად ვითარდება. ამის დასტურია სულ რაღაც ერთი თვის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ჩვენ ვუმასპინძლეთ სომხეთის ლორეს ოლქის დელეგაციას, გუბერნატორ არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას და სამომავლო განვითარებას. ქართველები განსაკუთრებულ პატივს ვცემთ უნიკალურ სომხურ კულტურას, მის დიდებულ წარსულსა და თანამედროვეობას. ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთერთობების მაგალითია, არამედ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის საწინდარია"-აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ.

სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  და „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics