11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 08:52:52, 887 ნახვა

სამხედრო
„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, ღია კარის დღეზე მოწვეულ სტუმრებისთვის სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებს, სტუდენტებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო სწავლებაში გამოყენებული აღჭურვილობა, მძიმე და მსუბუქი ტექნიკა დაეთვალიერებინათ.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის საპარაშუტე ხტომებიც გაიმართა.

„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ.

წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

სწავლება ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics