11:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 08:38:28, 913 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილ ივერი ბუაძეს დღეს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

„გუშინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის დამაკმაყოფილებელი. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics