11:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:33:03, 708 ნახვა

სამხედრო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ეწვია

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

ვიზიტის მიზანს DIB-ის გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა, რაც უკრაინულ მხარეს მსგავსი ფორმატის სკოლის ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება.

დელეგაციის წევრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა პრეზენტაცია წარუდგინა და სკოლის დაარსების ისტორიის, მისი ამოცანის, მნიშვნელობის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს განხორციელებული პროექტები, სკოლის მიღწევები და მომავლის გეგმებიც გააცნო.

შეხვედრას DIB-ის თანამშრომლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები დაესწრნენ.

უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესთან შეხვედრა უკვე გამართეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics