14:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 01:49:27, 631 ნახვა

რეგიონი
შსს: სოფელ ართანასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშაოებს ცოცხალ ძალასთან ერთად 3 ვერტმფრენი ახორციელებს.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს ასობით თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშაოებს აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც“, - აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება  სოფელ ხახაბოსთან არსებულ ვითარებას, უწყების ცნობით, ადგილზე ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია.

„თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics