12:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 02:29:01, 1221 ნახვა

სამხედრო
„Agile Spirit 2017“-ის გახსნასთან დაკავშირებით, ორფოლოს პოლიგონზე სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, მაკა ზამბახიძე და ნუცა ბუზალაძე წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს.

საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics