08:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 17:32:50, 850 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციაპლიტეტის გომის (თაგინური) მთაზე შუამთობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო და მემთეურებს დღესასწაული მიულოცა.

სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დ სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული სანახაობები.

დღესვე გომის მთაზე (მთა თაგინური) ელექტრო გადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. გასულ კვირაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის 6 მთის ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო. იალაღების ელექტროფიკაცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. უკვე დასრულების პროცესშია ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics