04:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 20:14:03, 637 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალები აფეთქდა.

BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების გამო, ბაზასთან ახლოს მდებარე სოფელ პრიმორსკოედან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკოესთან მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. მისივე თქმით, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გამოწვევი მიზეზები უცნობია.

ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics