03:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 16:17:56, 646 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხვალიდან სოფელ არცევთან ხნულის გავლებას გეგმავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხვალიდან ხნულის გავლებას გეგმავს.

ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მორიგი საინჟინრო სამუშაოები 3 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, სამუშაოები პროფილაქტიკური ხასიათისაა და რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველი პროგნოზის გამო ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics