04:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 11:04:34, 740 ნახვა

სამხედრო
ქართული ჯარი სსსტც „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება

ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის ბრძანებით, სსსტც „დელტამ“ უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო.

გამოყოფილი თანხით სსსტც „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს.

"პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა. მან ჯავშაჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების ეფექტურობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობაზე გაამახვილა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

დღესვე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში გაიმართა გამოცდა-ტესტირება ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო.

„დელტაში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და „დელტას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics