10:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 15:24:40, 1014 ნახვა

რეგიონი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომში დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ბორჯომში პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს, მათ სამართალდამცველებს მცირეწლოვანი დაკარგული გოგონა გადასცეს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რამდენიმე წუთში დაადგინა ბავშვის ვინაობა. გაირკვა, რომ იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად არის ჩამოსული. პოლიცია მაშინვე დაუკავშირდა მის ოჯახს და დაკარგული გოგონა დედას დაუბრუნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics