06:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 14:36:12, 627 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს გაბორ იკლოდს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს ჩართულობა იყო.

უწყების ინფორმაციით, გაბორ იკლოდმა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე გაამახვილა.

ლელა ჩიქოვანმა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა.

 მან ევროკავშირისა და ნატოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადეკვატური პოზიციონირება, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ტენდენციების შესაბამისად.

მოგვიანებით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების, საგარეო საქმეთა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმის განახლებაზე იმსჯელეს.

სამუშაო გეგმაში 2017-2018 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობებია გაწერილი და მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს.

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, თავდაცვის უწყების, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics