22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 14:28:54, 623 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სემინარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებენ.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრა სწავლების წინა მოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის ოფიცრებისთვისაა განსაზღვრული, რათა აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს ლოგისტიკის დოქტრინებს, პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნონ.

მომავალი სწავლება მიზნად ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და მათ უზრუნველყოფაში ისახავს.

სწავლების ახალ წევრ ქვეყნებად საქართველოს და უკრაინის შეიარაღებული ძალები განისაზღვრა, ხოლო წვრთნების ჩატარების ერთ-ერთ ადგილმდებარეობად საქართველოც მოიაზრება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics