22:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 11:16:09, 887 ნახვა

სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „მერკურიში“ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა.

სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნების დეტალებს იხილავენ. სამხედროები სინდიკატებად არიან დაყოფილნი და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს საბოლოოდ აჯამებენ. კონფერენცია 13 ივლისს დასრულდება.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას საქართველო და პარტნიორი ქვეყნები - აშშ, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა და სომხეთი მიიღებენ. წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics