02:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:26:58, 777 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ლინკოლნ მიტჩელს უმასპინძლა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.

ლევან იზორიამ ლინკოლნ მიტჩელს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. 

 „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტთან. ის კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაინტერესებული იყო თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებით. მიმოვიხილეთ ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში გავაანალიზეთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს პასუხი, რამდენად ადეკვატურია ჩვენი რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან და რამდენად ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. 

ლინკოლნ მიტჩელი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება. 

ამერიკელი მკვლევარი ყოველწლიურად თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც რეგულარულად მონაწილეობს. 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics