00:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 13:59:52, 726 ნახვა

რეგიონი
ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„მიმდინარე წლის 10 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ.

ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics