2017-07-08 16:49:02, 2853 ნახვა
Lifestyle
თოდუას კლინიკაში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, თოდუას სახელობის კლინიკაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, ხანძარი ცოტა ხნის წინ კლინიკის სათავსოში გაჩნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან