|
2017-07-06 15:15:01, 818 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფებმა 3-თვიანი მომზადება დაასრულეს. საარტილერიო სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, მათი უნარ-ჩვევების დახვეწა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება წარმოადგენდა. საარტილერიო სწავლება 3 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები საბრძოლო სროლების გარეშე შეასრულეს. დასკვნით ეტაპზე კი, საბრძოლო სროლები 120, 82 და 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. დასკვნით სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე, I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზურა ხვიჩია დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)