|
2017-07-03 12:33:51, 630 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. გეგმიური სწავლების ამოცანაა, სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად დაჭრილების ევაკუაცია, ალყაში მოქცეული ქვედანაყოფის გამოყვანა და უსაფრთხოების ზონაში დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყოს. წვრთნის დროს შექმნილ სიტუაციაში სამეთაურო რგოლის მიერ პირადი შემადგენლობის და მომაგრებული ქვედანაყოფების მართვადა კონტროლიც განხორციელდა. სწავლებაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა იყო ჩართული. წვრთნაში საინჟინრო, ტექნიკის ევაკუაციისა და სამედიცინო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)