01:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 14:05:40, 314 ნახვა

საზოგადოება
ქაშუეთში კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარში გარდაცვლილი მსახიობის მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

კოტე თოლორდავას ცხედარს ქაშუეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფართო მასებისთვის თოლორდავა ცნობილი იყო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული დიტოს როლით. ითამაშა ილია ჭავჭავაძის როლი დოკუმენტურ ფილმში. ბოლო პერიოდში მსახიობს მეუთლესთან, განო მელითაურთან ერთად "პალიტრა ტვ"-ს ეთერში გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე“ მიჰყავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics