|
2017-06-15 18:16:39, 638 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ჯარისკაცებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ფიცის დადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო. მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახში შესვლა მიულოცა, წარმატებები და ღირსეული სამსახური უსურვა. წვევამდელებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა. პირადი შემადგენლობა II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა დალოცა. დღესვე, წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. ფიცის დადებამდე საბრძოლო მომზადების (BCT) განახლებული კურსი დასავლეთ სარდლობის 91 რეკრუტმა ეკის საველე ბანაკში, ხოლო ეროვნული გვარდიის 24 რეკრუტმა სორტას საველე ბანაკში გაიარა. სამთვიანი საბრძოლო მომზადების პერიოდი 5 მოდულისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც მათ წესდება, სავალე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს, ასევე ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს. ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია და და წვევამდელების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დღეიდან დასავლეთ სარდლობის წვევამდელების ორი ოცეული II ქვეით ბრიგადაში, ხოლო ერთი ოცეული III ქვეით ბრიგადაში გადანაწილდება. 24 მათგანი კი, მსახურს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში გააგრძელებს. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითაც იმსახურებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)