|
2017-06-15 16:42:02, 540 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. საველე სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლების საბრძოლო ამოცანას ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სხვა სამანევრო შენაერთებთან სინქრონიზებული ოპერირების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლება ასევე მიზნად ისახავდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Noble Partner 2017”-სთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადებას. ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე 5 ივნისს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. საველე წვრთნებში სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)