19:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 22:06:44, 762 ნახვა

სპეციალური ანონსი
15 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

11:00 საათზე, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში, ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 საათზე, "ევროპული დაქართველოს " ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინფი. 
თემა - ფადი ასლის განცხადება და ზეწოლა ბიზნესზე.

11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ზურაბ როსტიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უმოქმედობა, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ დაბა ბაკურიანის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ყადაღის დადებას. 
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36 

12:00 საათზე, სასტუმრო CITADINES-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. (ირაკლი ღლონტი).
თემა: საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით. 
საკონტაქტო ტელ.: 5 79 18 09 39 
მის.: თავისუფლების მოედანი N4

13:00 საათზე, 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
თემა.: „ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება ხელისუფლების სასარგებლოდ“. სასტუმრო "თბილისი მერიოტი", დარბაზი "მირიანი-გიორგი".
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

15:00 საათზე, UNICEF საქართველოს, მსოფლიო ბანკის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებთ, ISET-ის საკონფერენციო დარბაზში პროფესიული განათლების საკითხებზე საქართველოში განათლების პოლიტიკის მეორე ფორუმი გაიმართება.
მის: ზანდუკელის ქ. #16

18:00 საათზე, საკურორტო ზონა შეკვეთილში მდებარე გასართობი პარკი "ციცინათელა" და პარკი "საქართველო მინიატურებში" 2017 წლის სეზონი  ოფიციალურად იხსნება. სეზონის გახსნის დღეს გასართობი პარკი "ციცინათელა" და პარკი "საქართველო მინიატურებში" უფასოდ მოემსახურება ყველა 18 წლამდე ასაკის სტუმარს. სეზონის გახსნაზე პარკ "ციცინათელას" და "საქართველო მინიატურებში" ადმინისტრიაციამ დაპატიჟა სოციალურად დაუცველი ბავშვები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ბავშვთა სახლებიდან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics