|
2017-06-14 19:31:30, 618 ნახვა
სამხედრო
გერმანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მინისტრებმა ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქართველ კოლეგას რეფორმირების გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ქართული სამხედრო კონტინგენტი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას კვლავ განაგრძობს. ლევან იზორიამ გერმანელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლადაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი საინტერესო აქტივობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. საუბარი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ლევან იზორიამ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში გერმანიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესკანცლერის ოფისში უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში კანცლერის მრჩეველთან - ქრისტოფ ჰოიზგენთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას შეეხო. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია მაგდებურგის საბრძოლო მომზადების ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)