22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 15:51:47, 577 ნახვა

სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება.

ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ მომზადებულ მოდულს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვება.

სამინისტროს ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში კურსის მსმენელები ჰიბრიდული ომის თეორიას გაეცნობიან და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, ასევე საფრთხეების კიბერგანზომილებას შეისწავლიან. მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების მსგავსების საკითხებსა და მანიპულაციის საშუალებებსაც შეეხებიან. მსმენელები ჯგუფებად გადანაწილდებიან და ინტერაქციულ რეჟიმში კონკრეტულ შემთხვევებსაც განიხილავენ.

სემინარის მიზანს ჰიბრიდული ომის შესახებ არსებული თეორიებისა და სტრატეგიების განხილვა, ასევე უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისათვის ჰიბრიდული ომის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ ლექციებს მოწვეული სპიკერები - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა ღვინერია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები წაიკითხავენ.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

კურსის დასკვნითი, მე-10 მოდული გასვლით ღონისძიებებს დაეთმობა. მსმენელები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, შსს აკადემიას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და სასაზღვრო პოლიციას ესტუმრებიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics