01:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 13:20:41, 458 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.

„ჩვენ გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი თბილისის ბრენდული სუვენირის შესაქმნელად, რისთვისაც ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს. კონკურსი შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ თბილისთან ასოცირებული ყველაზე საინტერესო სუვენირი, რომელიც ვიზიტორებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება და მუდამ გაახსენებს ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის ბრენდული სუვენირი თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს.

„კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება და  საუკეთესო ნამუშევარს  საკონკურსო კომისია გამოავლენს. სუვენირი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, 5 000 ლარით დაჯილდოვდება. შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ბრენდული სუვენირიც. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს მიმართონ“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics