18:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:30:24, 642 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აღმოსავლეთ სარდლობის საპილოტე პროგრამას გაეცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ცოტა ხნის წინ შედგენილი პროგრამა წარუდგინა.

სამინისტროს ცნობით, საპილოტე პროგრამის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგის ოპტიმიზაცია და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენს. განახლებული პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და მათ განრიგს თვისობრივად უფრო მოქნილს ხდის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფები შეირჩა. პროექტში ჩართულ ქვედანაყოფებში ჩატარებული გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამხედროების უმეტესობა სიახლეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი პროგრამა ამოქმედების შემთხვევაში, მათ ყოფითი პრობლემების მოგვარების საშუალებას მისცემს.

აღმოსავლეთ სარდლობის სამეთაურო რგოლის შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება ყოველდღიური საათობრივი დათხოვნის დრო, მეცადინეობები უფრო ეფექტური გახდება, სამეთაურო რგოლს კი შემდეგი დღის უკეთ დაგეგმვისთვის მეტი დრო ექნება. ახალი განრიგი თანხების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. გამოთავისუფლებული თანხები კი სამხედრო მოსამსახურეების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ახალი განრიგის მიხედვით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ნაცვლად 09:00 დან 18:00 საათისა, სამუშაო საათები 08:00-დან 17:00-მდე გაგრძელდება. ხოლო პარასკევს სამუშაო დღე 08:00-დან 12:00 საათამდე განისაზღვრება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმოდგენილი საპილოტე პროგრამა დადებითად შეაფასეს. ლევან იზორიას განცხადებით, სიახლე ახლო მომავალში ამოქმედდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეცვლილი დღის განრიგი სამხედრო მოსამსახურეების ხელშეწყობაზე, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.

პირველ ქვეით ბრიგადაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics