22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 13:17:08, 563 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ და ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელთა ახალ სისტემაზე ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად საკითხებს სარეზერვო სისტემა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონცეფცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა წვევამდელთა ახალი სისტემა დაიხვეწოს და  სრულყოფილი გახდეს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და აღნიშნული საკითხების განხილვას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics