|
2017-06-07 17:50:38, 639 ნახვა
სამხედრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს თავდაცვის უწყებაში უკვე იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრიც მოინახულა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)