|
2017-06-07 14:56:16, 670 ნახვა
სამხედრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უკრაინელ სტუმრებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ისტორია და სტრუქტურა გააცნო, შემდეგ კი, მიმდინარე კურსებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ მინისტრის კითხვებსაც უპასუხა და უკრაინულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოგვიანებით სტუმრებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანსაც ესტუმრება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)