|
2017-05-29 18:29:57, 1780 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეიპარუბს შეხვდა. მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველ და უკრაინელ ხალხს მრავალწლიანიმეგობრობა, წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს და საერთო საფრთხეები აქვს, ამიტომმნიშვნელოვანია, რომ საქართველო–უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დასმული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მუდამ აქტიურად ისმებოდეს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისსაკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას საქართველო–უკრაინას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს და გამოითქვა მზადყოფნა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ამ მიმართულებით „ვიკინგის" პროექტს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)