|
2017-05-27 15:43:41, 751 ნახვა
სამხედრო
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა საზეიმო ცერემონიალი გამართეს. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ზაზა სოსიაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და დალოცა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. მშვიდობისმყოფელები სტუმრებს 23-ე ბატალიონის ქალი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს. საზეიმო ცერომონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯონ ტომსონი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირებიც იყვნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)