|
2017-05-19 19:50:34, 1491 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში 30 ივლისს დაიწყება
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია საქართველოში 30 ივლისს დაიწყება. საერთაშორისო წვრთნის დაწყების თარიღი, მასში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე შეთანხმდა. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სინდიკატებად დაიყვნენ და საერთაშორისო წვრთნის დეტალები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა თუ განხორციელების საკითხები განიხილეს. „ძალა პარტნიორობაშია“ - „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)